ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაცით, ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა.

ეს გადაწყვეტილება ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის მეტ შესაძლებლობას აძლევს, რათა თანაბარ პირობებში სხვა კომპანიებს ჯეროვანი კონკურენცია გაუწიოს ცენტრალური ხელისწუფლებისთვის გამართული შესყიდვების პროცესში.

"ეს არის მიღწევა და მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველო-ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებში და ამასთან, წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) სრულად განხორციელებისთვის", - აღნიშნავს წარმომადგენლობა. 

გამოცხადებული ტენდერების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ - Tenders Electronic Daily-ზე (TED) 27 წევრი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული საჯარო ტენდერების სრული ჩამონათვალი და მიმდინარე ტენდერები ნახონ.

ყოველდღიურად TED ელექტრონულ ფორმატში აქვეყნებს ინფორმაციას სხვადასხვა სექტორებში გამოცხადებული 1,000-ზე მეტი ტენდერის შესახებ. ერთიანი საძიებო სისტემა საშუალებას იძლევა ბიზნესებმა შეარჩიონ ან შეიყვანონ რამდენიმე საძიებო კრიტერიუმი, როგორიცაა ხელშეკრულების ტიპი და  საკვანძო სიტყვები.

გადაწყვეტილება ასევე შეეხება ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც სრული წვდომა აქვთ საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებისთვის გამოცხადებულ ტენდერებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი