გაჭიანურებული დავები, სპეციალიზებული სასამართლოს არარსებობა - სახ.დეპის ანგარიში საინვესტიციო კლიმატზე

გამოქვეყნდა:

მოუწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზა, დროში გაჭიანურებული სასამართლო დავები, სპეციალიზებული სასამართლოს არარსებობა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და გახმაურებულ საქმეებში პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებია დასახელებული. საინვესტიციო გარემოს შეფასებისას ანგარიშში მოხვდა, ასევე, საპროტესტო აქციები, რომელიც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

"საერთო ჯამში, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები საქართველოში კარგია. თუმცა, მზარდი უნდობლობაა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული დავები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. 

სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, ბრალდებებზე პოლიტიკური ჩარევის შესახებ, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებას, მათ შორის კომერციულ კანონებს, და სირთულეების გადაჭრას.

საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და, მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილზეა, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი", - წერია ანგარიშში. 

ჩავარდნილ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში კი ნამახვანჰესის და ანაკლიის პორტის მშენებლობები მოხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი