რუსმა აგრესორებმა სლავიანსკი დაბომბეს - დაშავდა ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი ისევ დაბომბეს. ქალაქის მერის, ვადიმ ლიახის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

"პარასკევი დილა არც ისე კარგი იყო სლავიანსკისთვის. ქალაქი ისევ დაბომბეს. დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები ქალაქის ცენტრში, კერძო სახლები ჩრდილოეთით. დაშავდა ერთი ადამიანი. ამ დროისთვის ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თავს გაუფრთხილდით, გავუძლებთ, ერთად ვართ!", - თქვა ვადიმ ლიახმა. 

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი