"მეც იქ ვიყავი... არ ვიცი რაზე შეკამათდნენ" | გოგოს დედის პირველი კომენტარი, რომლის დაბადების დღეზეც 20 წლის ბიჭი მოკლეს

გამოქვეყნდა:

"მეც იქ ვიყავი... არ ვიცი რაზე შეკამათდნენ" - ამის შესახებ 18 წლის ქეთათო არაბულის დედა საუბრობს, რომელიც საქმის ერთ-ერთი მოწმეა, გუშინ შვილის დაბადების დღეზე თავადაც იმყოფებოდა და მცხეთის პოლიციაში უკვე გამოიკითხა. 

მე ვიმყოფებოდი. [რაზე იჩხუბეს] არაფერი არ ვიცი, გამოვიძახე 112, დავრეკე, სანამ დაიწყებოდა დაძაბულობა, რაღაც შეკამათება როცა იყო... რაზე შეკამათდნენ არ ვიცი, მეც ველოდები გამოძიებას. იმედი მაქვს, რომ მალე დააკავებენ ვინც არის მკვლელი, - ამბობს არაბულის დედა. 

შეგახსენებთ, ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირება გუშინ, 18 წლის გოგოს დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი