"დუმილისა და ღალატის 10 დღე", "ბიჭვინთა თქვენც უნდა გტკიოდეთ" - მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემის ფაქტზე მთავრობის დუმილი გააპროტესტეს. აქციას კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს.
საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიოტრიის მითვისებაზე.
ცნობისთვის, საუბარია 186 ჰექტარ მიწის ნაკვეთსა და და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარზე, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტმა კრემლს 49-წლიანი იჯარით გადასცა. ე.წ. შეთანხმება შედგა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის.
ხელშეკრულება საიდუმლოდ გაფორმად, მაგრამ დოკუმენტი 11 ივლისს გასაჯაროვდა. საკითხზე ამ დრომდე საქართველოში არცერთ ოფიციალურ უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია.