CNN-ის ექსკლუზივი: რუსეთმა აშშ-გან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემა მოითხოვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ისგან ვიქტორ ბუტთან ერთად ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გადაცემაც მოითხოვა - ამის შესახებ ინფორმაციას CNN  ექსკლუზიურ ინტერვიუში აქვეყნებს. 

კრასიკოვი 2019 წელს ბერლინში ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, ზელიმხან „თორნიკე“ ხანგოშვილის მკვლელობისთვის დეკემბერში გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

თხოვნა პრობლემურად განიხილებოდა რამდენიმე მიზეზის გამო, განუცხადეს წყაროებმა CNN-სკრასიკოვი რჩება გერმანიაში პატიმრობაში. იმის გამო, რომ მოთხოვნა არ იყო ოფიციალურად, არამედ FSB-ს არაოფიციალური არხის მეშვეობით, აშშ-ის მთავრობამ არ განიხილა იგი, როგორც ლეგიტიმური შეთავაზება. 

გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესდა, სურს თუ არა გერმანიას, რომ ვადიმ კრასიკოვი აშშ-სა და რუსეთს შორის გაცვლის ნაწილი გახდეს. გერმანული წყაროს განცხადებით, ეს მოთხოვნა გერმანიის მთავრობის უმაღლეს დონეზე არ განიხილა. მისი თქმით, ვადიმ კრასიკოვის აშშ-სა და რუსეთს შორის პოტენციურ გარიგებაში ჩართვა სერიოზულად არ განიხილებოდა.

ცნობისთვის, ხანგოშვილი რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით იძებნებოდა. ის გერმანიაში 2015 წელს, მას შემდეგ გაეგზავრა, რაც საქართველოში მასზე  თავდასხმა განხორციელდა. 

გერმანულმა მართლმსაჯულებამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს,  ვადიმ კრასიკოვს, 15 დეკემბერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და მკვლელობის დამკვეთად რუსეთის სპეცსამსახურები გამოაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რამდენიმე საათში ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი