"ჩვენება არ მიუცია და უდანაშაულოდ ცნობს თავს" | მირიან კუკავას მკვლელობის საქმის ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ 

გამოქვეყნდა:

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმე -ცხვარიჭამიაში სისხლიანი დაპირისპირების მონაწილეებს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.პროცესს ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებიც დაესწრნენ.

განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალი წარდგინა დავით ჯიჯეიშვილს, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე კი შვიდ დაკავებულს. მათ შორის ხუთ პირს ბრალდება, ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, აქვს წარდგენილი, 2 კი სახელმწიფო ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. 

"ხულიგნობის ბრალდებით იყო დაკავებული, შესაბამისად ბრალდებაც იგივე წარედგინა, კერძოდ,სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად ჩვენება არ მიუცია და უდანაშაულოდ ცნობს ეს ადამიანი თავს",- ამბობს ადვოკატი გიზო ლურსმანაშვილი. 

კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს უწყებას ჯერჯერობით უცნობია. ადვოკატები ამბობენ, რომ ამ პერიოდში პროკურატურა ვერ შეძლებდა იმ მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც ამ სისხლის სამართლის მუხლებს დაამტკიცებს. 

"საღ აზრს მოკლებულია კონკრეტული კავლიფიკაცია, რაც 239-ე მუხლის მეორე ნაწილის, ხულიგნობის ფარგლებშია გამოხატული. მშრალად მოხდა მისთვის დადგენილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ გაცნობა. ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ შესაბამის გრაფაში, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალდებას. ვფიქრობ, ყველა სამართლებრივი საფუძველი მაქვს იმისა, რომ საერთოდ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვება მოვითხოვო",- ამბობს ადვოკატი შოთა მანელიძე

კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს: 

"შოკურ მდგომარეობაში მყოფ დაცვის ქვეშ მყოფს წარუდგინეს ცრუ ჩვენებისა და შეუტყობინებლობის დაუსაბუთებელი ბრალი. ადვოკატისა და კანონიერი წარმომადგენლის გარეშე იმიტომ გამოკითხეს, რომ მათზე მოეხდინათ ფსიქოლოგიური ზემოქმედება და ახლაც ახდენენ ამ ბრალდებით",- ამბობს უფლებადამცველი. 

გარდაცვლილის მეგობრის ადვოკატი ამბობს, რომ "მკვლელობის დროს არ იმყოფებოდა ადგილზე და ისიც არ იცის ვინ ჩაიდინა მკვლელობა. სავარაუდოდ, ვინც არის ბრალდებული მისთვის უცნობი პიროვნებაა". 

კიდევ ერთი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ დუმილის უფლებას იყენებს. 

"ედავებიან ხულიგნობას,საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. ამ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა აირჩია დუმილის უფლება. გამოძიება აღნიშნავს, რომ გამოხატავდა აგრესიას იქ მყოფი სტუმრების მიმართ. ეს არ არის დადასტურებული, გამოძიების ვერსიაა. მე ვფირობ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა" 

ცნობისთვის, 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩაინიშნება. ადვოკატების ნაწილი ამბობს, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი