"აზოვის" ტყვეთა ბანაკის აფეთქებას უკრაინის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

პუტინის არმიის მორიგი მძიმე სამხედრო დანაშაული - დროებით ოკუპირებულ ელენოვკაში ტყვეთა ბანაკის აფეთქებას უკრაინის ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და გამოძიებაც დაიწყო.

ბოლო ცნობებით საოკუპაციო ჯარის მიერ ტყვეთა ბანაკზე მიტანილ საჰაერო იერიშს მარიუპოლის 50 მცველის სიცოცხლე ემსხვერპლა 130-ზე მეტი კი დაშავდა. უკრაინული მხარე მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთის მიხედვით რუსებმა ბანაკში წამების დროს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები მოათავსეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ააფეთქეს.

ელენოვკაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გადმოსვენების პროცედურა უკრაინის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო. მედიის ინფორმაციით მოლაპარაკებების პროცესს ქვეყნის ახალი სახალხო დამცველი აწარმოებს.

ამავე თემაზე:

აფეთქება ტყვეთა ბანაკში | რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენას განაგრძობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი