აფეთქება ტყვეთა ბანაკში | რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენას განაგრძობს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ სამხედრო დანაშაულს დროებით ოკუპირებულ ქალაქ ელენოვკაში 50 სამხედრო ტყვე ემსხვერპლა. 71 კი მძიმედ დაშავდა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტყვეობაში მყოფი აზოვსტალის მცველების ბანაკზე საჰაერო იერიშები სპეციალურად მიიტანეს, მომხდარში კი უკრაინული მხარე დაადანაშაულეს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა უკრაინელი ტყვეები ბანაკებში რამდენიმე დღის წინ სპეციალურად შეიყვანეს, დღეს კი დაბომბეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ბანაკში სავარაუდოდ წამებით მოკლული სამხედროების ცხედრები მოათავსეს და აფეთქებით საკუთარი სამხედრო დანაშულის დაფარვას შეეცადნენ.

მომხდარის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა პოლკ აზოვის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანდრეი ბილეცკიმ და დამნაშავე რუს სამხედროებზე ნადირობა გამოაცხადა. მისი თქმით, უკრაინელები აუცილებლად იპოვიან დამნაშავეებს და მათ შესაბამისად დასჯიან.

საშინელება მოხდა. ეს რუსების მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაულია. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსული პროპაგანდა ამუშავდა და ელენოვკაში აფეთქება ჩვენ დაგვაბრალეს. ამბობენ თითქოს ჰაიმარსის სარაკეტო სისტემით დავბომბეთ, რაც სიცრუეა.

ტყვეობაში მყოფი 50-ზე მეტი ჩვენი სამხედრო დაიღუპა. ათობით კი დაიჭრა. ელენოვკაში რუსები ტყვედ ჩავარდნილ ჩვენს სამხედროებს კლავენ, შემდეგ კი ცდილობენ ჩვენ დაგვაბრალონ. მთავარია ჩვენს პარტნიორებს ყველაფერი დეტალურად მივაწოდოთ და დავამტკიცოთ, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის გენოციდს აწყობს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, - ამბობს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი