დაძაბულობა სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე | დემონსტრანტებმა გადასასვლელები გადაკეტეს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა სერბეთის ორ მთავარ სასაზღვრო გადასასვლელთან გზები გადაკეტეს იმ ფონზე, როცა რეგიონში ვითარება სერბეთის სანომრე ნიშნებთან და პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული, კოსოვოს მთავრობის მიერ შემოღებული ორი წესის გამო დაიძაბა - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. 

ცნობილია, რომ კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს, სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით შეუცვლიან, რომელსაც პრიშტინა გასცემს და ძალაში სამი თვის განმავლობაში იქნება.

ამასთან, 1 აგვისტოდან ძალაში შედის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული წესიც.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კოსოვოში ეთნიკური სერბები იყენებდნენ მანქანების სანომრე ნიშნებს, რომლებიც 1999 ომის შემდეგ სერბეთის ინსტიტუციების მიერ იყო გაცემული, და კოსოვოს ქალაქების სახელებს აღრიცხავდა შემოკლებებით - მაგალითად, KM (კოსოვსკა მიტროვიცა), PR (პრიშტინა), ან UR (უროშევაცი).

კოსოვოს მთავრობა ამ ნომრებს უკანონოდ მიიჩნევს, თუმცა მათ გამოყენებას ნებას რთავდა ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში, სადაც უმრავლესობას სერბები შეადგენენ.

ახლა კოსოვო მოითხოვს ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს მიერ გაცემული ნომრებით, რომლებზეც დატანილი იქნება ასოები "RKS", კოსოვოს რესპუბლიკის შემოკლებულ ფორმად. მძღოლებს ცვლილებისთვის სექტემბრამდე მოუწევთ ლოდინი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი