
მიენიჭოს რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსი - ამ მოთხოვნით გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია დედაქალაქის მთავარ გამზირზე. რუსთაველზე შეკრებილებმა აზოვსტალში გმირულად დაცემულ მებრძოლებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
მათი თქმით, პუტინის სისასტიკე საზღვრებს სცდება, ამიტომ ცივილიზებულმა სამყარომ კიდევ ერთხელ უნდა მიიღოს გზავნილი რომ რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა პუტინი კი საერთაშორისო დამნაშავე, უკრაინის მხარდამჭერი აქციები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა თბილისში ამ მოთხოვნით აქცია იმართება. იხილეთ: