უკრაინაში ომის გამო, ფრანგ კალათბურთელებს რუსულ და ბელარუსულ კლუბებში თამაში აუკრძალეს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს რუსეთისა და ბელორუსის ჩემპიონატებში თამაში აუკრძალა.

გადაწყვეტილებას, რომ კლუბები აგრესორი ქვეყნების გუნდებთან, უკრაინის ომის დროს არ ითანამშრომლებს ხელი ქალთა და კაცთა საფრანგეთის კალათბურთის გუნდების ყველა წევრმა უნდა მოაწეროს.

აღნიშნული დეკლარაციის პირობების დარღვევა მომავალი ტურნირების, მათ შორის, 2024 წლის ოლიმპიადის, ეროვნული გუნდებიდან ან პერსონალის სიიდან გამორიცხვას გამოიწვევს.

გარდა ამისა, ფრანგი მოთამაშეები, რომლებიც უკვე გადავიდნენ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის კლუბებში, საფრანგეთის ქალთა და ვაჟთა ნაკრებებში არ გამოიძახებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი