სამებაში სამოქალაქო პანაშვიდი დასრულებულია | გუდაურში დაღუპულ 8 გმირს საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

სამების საკათედრო ტაძარში გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული მაშველების, მფრინავებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი დასრულდა. 8 გმირს რამდენიმე წუთში გამოასვენებენ.

ოჯახების გადაწყვეტილებით, დაღუპულებს საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო წესით დაკრძალავენ.

მფრინავი ზაზა ლორია, მფრინავი დიმიტრი ქააძე, მფრინავი ლევან ჩოხელი, მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი, მაშველი კახა ტორჩინავა, მაშველი გიორგი მარგიანი, ექიმი ქეთევან გულაღაშვილი და ექიმი გიორგი ვენეცკი ის ადამიანები არიან, რომლებმაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი გაწირეს.

შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც ოფიციალური უწყებების ცნობით, 8 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა სამაშველო ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი