"რუსული ომის მანქანის აღმაშფოთებელ ქმედებებს არ დავივიწყებთ" | კანადა რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში შეჭრის გამო, კანადა რუსეთს დამატებითი სანქციებს აწესებს, რომელიც შეეხება 43 სამხედრო თანამდებობის პირსა და 17 სუბიექტს. 

"რუსული ომის მანქანის აღმაშფოთებელ ქმედებებს არ დავივიწყებთ და კანადა მის პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებაში. კანადა უკრაინის გვერდით დგას" - თქვა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ 

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ, კანადამ სანქციები 1 150-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი