ჩინეთ-ტაივანი სამხედრო კონფლიქტის ზღვარზე | ვითარება და ბოლო ცნობები ტაივანიდან

გამოქვეყნდა:

ტაივანი ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

ოფიციალური პეკინი ისევ იმუქრება და აცხადებს, რომ პელოსის ვიზიტის შედეგი ძალიან მძიმე იქნება. განცხადება გაკეთდა თეთრ სახლშიც, სადაც ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურს, ეს ვიზიტი პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდეს.

ჩინეთი ამ ვიზიტის საპასუხოდ, დღეიდან ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნებს იწყებს. წვრთნების დროს გამოიყენებენ დიდი რადიუსის მქონე არტილერიას და კონვენციურ რაკეტებს გამოცდიან. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აზუსტებენ, რომ ნენსი პელოსის ვიზიტის საპასუხოდ "ტარგეტირებული სამხედრო ოპერაციების სერიას" დაიწყებენ.

ნენსი პელოსი კი უკვე შეხვდა ტაივანის პრეზიდენტსაც და განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებს. ტაივანის პრეზიდენტმა მას ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად.

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი