ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ტაივანის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა.  მან პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილს განუცხადა, რომ ახლა როგორც არასდროს, ამერიკის სოლიდარობა ტაივანისთვის გადამწყვეტია.

"დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც მე ძალიან ვამაყობ, ჩამოვიდა ტაივანში, რათა ცალსახად განემარტა, რომ ჩვენ არ დავტოვებთ ტაივანის მიმართ აღებულს ვალდებულებას და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით", - თქვა მან. 

ტაივანის პრეზიდენტმა მას ქვეყნის  ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი