
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთით 30-მდე დასახლება დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
"სამხრეთის მიმართულებით მტერმა ტანკებიდან და სარაკეტო არტილერიიდან მიკოლაევი, პრიბუზკოი და 25 სხვა დასახლება დაბომბა. ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები დემორალიზებული არიან და ცდილობენ, თვითდაზიანებების მიყენებითა და ჯანმრთელობის გაუარესების სიმულაციებით რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
"რუსი ოკუპანტები მსხვერპლს განიცდიან, დემორალიზებულები არიან და ეძებენ რაიმე შანსს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დასაბრუნებლად. მიმართავენ თვითდასახიჩრებისა და ჯანმრთელობის გაუარესების სხვადასხვა სიმულაციებს.
ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო სივრცეში პატრულირებას განაგრძობენ და უშეცდომოდ უწევენ საცეცხლე მხარდაჭერას ჩვენს დანაყოფებს ოპერაციის ზონებში.
ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების! ერთად გავიმარჯვებთ!", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ასევე იხილეთ: