"დაინტერესებულები არიან საქართველოს წარუმატებლობით... სურთ, არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი" | კობახიძე ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოს წარუმატებლობით. ამ გზაზე მათ სურთ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან დაკავშირებით საუბრობს.

ეს იმ პარტიების საქმეა, რომლებიც არ ერთვებიან სამუშაო ჯგუფების სამუშაო პროცესში. არის 4 პოლიტიკური პარტია წარმოდგენილი ამ პროცესში, დანარჩენები არ არიან წარმოდგენილი. ესენი არიან რადიკალური დღის წესრიგის მქონე პარტიები, მაგალითად ნაცმოძრაობა, მაგალითად ლელო, ვაშაძის პარტია, მათ აქვთ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი, პოლარიზაციის დღის წესრიგი. რაც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში იმ 12 პუნქტთან, რომელიც არის გაწერილი ევროკომისიის მიერ. ეს არის მათი ანტიეროვნული არჩევანი, ყველამ იცის რომ ისინი დაინტერესებულები არიან საქართველოს წარუმატებლობით. ამ გზაზე მათ სურთ, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და აქედან გამომდინარე ახორციელებენ ამ პროცესის საბოტაჟს. თუმცა ეს საბოტაჟიც საბოლოო ჯამში იქნება წარუმატებლობისთვის განწირული, - ამბობს კობახიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი