ეს კამპანია უკავშირდება საქართველოში ტურიზმის სფეროს ჩამოშლას - მდინარაძე სავიზო რეჟიმზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნა მოგონილი გაბრაზების ნაწილია. მისივე თქმით, ეს კამპანია უკავშირდება საქართველოში ტურიზმის სფეროს ჩამოშლას.

"ეს არის იმ მოგონილი გაბრაზების და მოგონილი კამპანიის ნაწილი რომლითაც ცდილობენ ის ადამიანები, რომლებიც თუ არ ვცდები 2012 წლის მარტში, აგვისტოს ომის შემდეგ, უვიზო რეჟიმი დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს, იმ ხალხის აგორებული კამპანიის ერთი პატარა ფეიკ ნაწილია, ფეიკს ვუწოდებ მათ აღშფოთებას, რამდენად ფეიკია წარმოიდგინეთ აღშფოთდნენ პირველი ისინი და ამ კამპანიას გეგმავენ ტურისტების წინააღმდეგ ისინი, ვინც 2012 წელს, ანუ აგვისტოს ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ უვიზო რეჟიმი დაუწესა. 

ისინი რომ აყენებენ ამ საკითხს, უკვე არ უნდა განიხილო, თუ რამე მსგავსი საჭიროა, ამის ინიციატივები ისედაც გაჩნდება. [...] 

ეს კამპანია უკავშირდება იმას, რომ ჩამოშალონ საქართველოში მაგალითად ტურიზმის სფერო, როდესაც მათ თავად გაუუქმეს რუსებს ვიზა და უვიზო რეჟიმი დაუწესეს და ახლა გვეუბნებიან, რომ როგორ შემოდიან რუსი ტურისტები საქართველოში, ტურიზმიდან შემოსულ შემოსავალს ურტყამენ, ურტყამენ ასევე იმას, რომ თითქოს რაღაც რუსულ ინტერესებს იცავს ხელისუფლება", - თქვა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, ტურიზმის დაკავშირება სანქციების თავის არიდებასთან უბრალოდ ტყუილი და "მდაბიო ფეიკია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი