"ეს კანონი სისულელეა.. [ივანიშვილის] დაბრუნება პრობლემას ტექნიკურად მოგვიხსნიდა" | მეგრელიშვილი დეოლიგარქიზაციაზე

გამოქვეყნდა:

"დეოლიგარქიზაციის" მიზნით შემქნილი საპარლამენტო ჯგუფი 2 საათის განმავლობაში მსჯელობდა, თუ  ვინ არის ოლიგარქი და ვისზე უნდა გავრცელდეს ახალი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

"გირჩის" წევრის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, კანონი სისულელეა და ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში ამ პრობლემას მხოლოდ ტექნიკურად მოაგვარებს. 

"ეს კანონი სისულელეა, უბრალოდ იმისი დაბრუნება ამ პრობლემას ტექნიკურად მოგვიხსნიდა საერთოდ. ის იქნება... არაფორმალურ მმართველობას ადგილი არ ექნება... დაბრუნდება პოლიტიკაში და შესაბამისად პრეტენზიები, რომელიც ახლა ჩვენ გვიშლის ევროკავშირთან ინტეგრაციაში ხელს, აღარ იარსებებს" - ამბობს ვახო მეგრელიშვილი.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით კი აღნიშნულ კანონში მოხვდებიან ისეთი ადამიანები, ბიზნესმენები, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ.

"დღეს თუ ეს არის ივანიშვილი, ხვალ შეიძლება იყოს სხვა არ ვიცი ადამიანი, ნებისმიერი პრობლემის წყარო აქ კონკრეტული სახელი და გვარი კი არის მხოლოდ,  პრობლემის წყარო არის ის, რომ ჩვენი სახელმწიფო ინსიტიტუტები არის მოწყვლადი ასეთი ტიპის  გავლენებისგან. არათუ 
პოლიტიკური ოპონენტების, დიდი ალბათობით ასე თუ დარჩა ეს კანონი ამაში მოხვდებიან ისეთი ადამიანები, ბიზნესმენები, დიდი ალბათობით რომლებსაც არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ და საზოგადოებას რომ ჰკითხოთ, მათი სახელები პოლიტიკური კონტექსტში შეიძლება საერთოდ არცერთს არ  გაახსენდეს, - ამბობს ლილუაშვილი.

შეგახსენებეთ, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი