ანტიომბუდსმენია, პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში - კობახიძე ლომჯარიაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველს ანტიომბუდსმენს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ის საქართველოში მყოფი რუსების წინააღმდეგ ქსენოფობიურ კამპანიაში ერთვება.

"ეს არის გაუგონარი განცხადება. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის გაუგონარი განცხადება, როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი, დღევანდელი განცხადებით, მან ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა", - ამბობს კობახიძე. 

დღეს ომბუდსმენმა უპასუხა კობახიძის განცხადებას და თქვა, რომ გაუგებარია რატომ უკვირთ "ქართულ ოცნებაში", რომ ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, რუსეთთან ბრძოლას ათასობით ადამიანი შეეწირა, მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძონდნე საქართველოს წინააღმდეგ, ან შეიძლება მომავალში იბრძოლონ.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი