სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, წარმოიდგინეთ - მდინარაძე რუსებზე

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდიანარაძეც ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს, რისი მიზანიც ომში ჩართვაა. მისივე თქმით, ამ კამპანიით ისეთ განწყობებს აღვივებენ, რომლებიც უბედურებამდე მიგვიყვანს.

მდინარაძე ამტკიცებს, რომ ქსენოფობიურ კამპანიაში სახალხო დამცველიც ჩაერთო.

"მე მგონია 2022 წელს ამ თემაზე აღარ უნდა გველაპარაკა, ეროვნული ნიშნით, ეთნიკური ნიშნით, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი და მოქალაქეც არ უნდა იყოს, თუნდაც ეს იყოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის აბსოლუტური სიბნელე, ქსენოფობია, და იმგვარი დამოკიდებულება, რაც თანამედროვე სამყაროში, ცივილიზებულ სამყაროში არავის არ უნდა გააჩნდეს, მაგრამ გააჩნიათ ერთადერთი მიზნის გამო, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, ერთი, ნაცმოძრაობის, მეორე, ომში ჩართვის სურვილი და გაღვივება ამ კამპანიით ისეთი განწყობების, რომელიც შემდეგ რაღაც უბედურებამდე მიგვიყვანს და მესამე, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ამ ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში. სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში წარმოიდგინეთ, საიდან მოიტანა ეს სიტყვა სიყვარული ვერ გავიგე, ნამდვილად, სპეკულაციისთვის სჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ აქედან მოვიდა. ვინ სთხოვა სიყვარული ან სიყვარულის დადასტურება ვინ სთხოვა, რა სიგიჟეა საერთოდ", - თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს იგივე საკითხზე ბრიფინგი გამართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირკლი კობახიძემ, რომლის აზრითაც: 

კობახიძის ამ განცხადებას დღეს ომბუდსმენმა უპასუხა და თქვა, რომ გაუგებარია რატომ უკვირთ "ქართულ ოცნებაში", რომ ქვეყანაში, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, რუსეთთან ბრძოლას ათასობით ადამიანი შეეწირა, მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძონდნე საქართველოს წინააღმდეგ, ან შეიძლება მომავალში იბრძოლონ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი