როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა - კობახიძე რუსებზე

გამოქვეყნდა:

ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ასეთი ინდივიდუალური შემთხვევები არის დასაგმობი და ამაზე გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ქსენოფობიის და შოვინიზმის საფუძველი. ის, რომ ვიღაც ცუდად იქცევა, ვერ გაამართლებს ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიას, რომელიც არის აგორებული ნაცმოძრაობის და მისი პარტნიორების მიერ. ქსენოფობია არის გოიმობა, იმიტომ, რომ პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას და გარდა ამისა, ეთიკურ სტანდარტებს. [...] თუ ვინმეს აბსტრაქტულად რუსეთის მოქალაქის მიმართ და რუსი ეროვნების მიმართა აქვს ნეგატიური განწყობა, ეს არის ზუსტად ქსენოფობიის და შოვინიზმის კლასიკური გაგება. რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, ებრაებეს რომ ვერ იტანდნენ, ებრაელი თუ იყო უკვე არ უყვარდათ, ეზიზღებოდათ. ზუსტად იგივეა. როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, ეს არის გოიმობა.

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი