"სად ნახეთ რუბლით ვაჭრობა?!" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"სად ნახეთ რუბლით ვაჭრობა... კანონით არის აკრძალული", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს. 

სად ნახეთ რუბლით ვაჭრობა. საქართველოში კანონით არის აკრძალული ნებისმიერი ვალუტის გამოყენება რუბლით დაწყებული და სხვა ვალუტებით გაგრძელებული, როგორც კი ასეთი შემთხვევა იქნება, მაშინვე მოჰყვება ამას კანონის საფუძველზე... როგორც კი დადგინდება ნებისმიერი ფაქტი, მიიტანეთ შესაბამის უწყებაში და იქნება წამიერი რეაგირება, - ამბობს კობახიძე. 

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ფოტო, სადაც არსახულია, როგორ ემსახურებიან რუსებს სამარშრუტო ტაქსები. ფოტო კოტე აფხაზის ქუჩიდან გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ "ტურისტებისთვის" სამარშუტო ტაქსის მომსახურება 2500 რუბლი ღირს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი