"ისლამურმა ჯიჰადმა" ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა

გამოქვეყნდა:

რადიკალურმა მოძრაობა "ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, სამიზნე ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები იყო.

ქვეყნის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტები, სავარაუდოდ, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათმა" გაანეიტრალა. "ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ თავდასხმის დასაწყისია ისრაელის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ,  ისრაელმა ღაზას მასშტაბით სამიზნეებს დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობის უფროსი მეთაური. მათ თქვეს, რომ საპასუხო დარტყმა მოჰყვებოდა და თელ-ავივს დაარტყამდნენ.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი