სარაკეტო იერიშის გამო, ისრაელის ჰოსპიტალს ჩვილები და მძიმე პაციენტები დაცულ პალატებში გადაჰყავთ

გამოქვეყნდა:

ღაზადან გამუდმებული სარაკეტო იერიშის გამო, ბერშეებას სოროკას ჰოსპიტალში განაცხადეს, რომ დაიწყო ჩვილებისა და სხვა მძიმე პაციენტების გადაყვანა დაცულ პალატებში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რადიკალურმა მოძრაობა "ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა, ისრაელის არმიამ კი  ღაზას სექტორში პალესტინის "ისლამური ჯიჰადის" საპასუხოდ, ფართომასშტაბური საჰაერო დარტყმები დაიწყო.
 

იხილეთ ასევე:
ისრაელმა "ისლამური ჯიჰადის" საპასუხოდ, ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა - მედია
"ისლამურმა ჯიჰადმა" ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი