ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა ის ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიაში არ წარადგინა.
"ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი გადაწყვეტილება. გაუგებარია, რა გარემოებებზე დაყრდნობით განხორციელდა ჩემი კანდიდატურის არგადაცემა საკანონმდებლო ორგანოსთვის და საზოგადოებასთან ერთად მეც დიდი ინტერესით ველოდები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან თავად მის განცხადებას.
მე მრავალპარტიული მხარდაჭერა მქონდა მეორედ არჩევისას, ამიტომ ვერ გავიზიარებ რომ ვარ მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი", - თქვა კალანდარიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გუშინ წარუდგინა. პრეზიდენტმა თავმჯდომარეობის კანდიდატებად თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე წარადგინა, სიაში არ არის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.