ხელისუფლების განცხადებები ივანიშვილზე, დამატებით ამტკიცებს, რომ ის განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქია - ევროპარლამენტარები

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის წევრები რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საუბარი ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებსაც ეხება.

ევროპარლამენტარების შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ბიძინა ივანიშვილზე, დამატებით მტკიცებულებებს იძლევა, რომ ივანიშვილი განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქია.

"ოლიგარქიის გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიაზე კარგად ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როცა საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებებში ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, მხოლოდ დამატებით მტკიცებულებას იძლევა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქი, რადგან საქართველოს პრემიერმინისტრი, ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები და ქართული ოცნების ლიდერები მის დასაცავად გამოდიან.

ევროპარლამენტი ელის მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ლიდერებისგან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებს, ქმედებებს და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომლითაც ყველაფერში აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს ადანაშაულებენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი