ვინ იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" სასურველი კანდიდატი პრეზიდენტმა პარლამენტს არ წარუდგინა.
სალომე ზურაბიშვილმა, ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი სიიდან საერთოდ ამოიღო. საკანონმდებლო ორგანომ არჩევანი თამარ ალფაიძესა და რევაზ ეგაძეს შორის უნდა გააკეთოს. სავარაუდოა, რომ "ქართული ოცნება" მხარს არცერთს დაუჭერს და ბოლოს მაინც სასურველ კანდიდატს გაიყვანს.
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს , ხელისუფლების ნდობით აღჭურვილ კალანდარიშვილს ვადა უახლოეს მომავალში ეწურება და საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტმა მისი შემცვლელი უნდა დაამტკიცოს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი
იხილეთ ასევე: