ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ არ წარუდგინა პარლამეტს ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე 

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,  ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის თანამდებობებზე,  ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის სიაში არ შეიყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ზურაბიშვილი წერს, რომ  სიაში ვერ მოვედრა განპირობებულია იმით, რომ მან ორჯერ  ვერ მოიპოვა პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად.

განცხადება იხილეთ სრულად:

2022 წლის 5 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურების წარდგენასთან დაკავშირებით, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული კომენტარები და ყოვლად უსაფუძვლო დასკვნები სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პოლიტიკური პოლარიზაციის მეტად გაღრმავების მცდელობა. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის პარლამენტისთვის არწარდგენა კატეგორიულად გამორიცხავს ბატონი გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის, მისი გამოცდილებისა და საქმიანობის პრეზიდენტის მიერ არაჯეროვნად შეფასებას. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ორჯერ უკვე წარუდგინა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად. თუმცა, მისმა კანდიდატურამ ორჯერვე ვერ მოიპოვა საჭირო ხმების რაოდენობა, შედეგად ორჯერვე მხოლოდ 6 თვის ვადით იქნა არჩეული. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისა და მოქმედი წევრების პარლამენტისათვის არწარდგენა განპირობებულია იმით, რომ მათმა კანდიდატურებმა ორჯერ უკვე ვერ მოიპოვეს პარლამენტის წევრთა 2/3 -ის უმრავლესობა, რაც საჭიროა 5 წლის ვადით ასარჩევად. ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად მუდმივად ერთიდაიგივე კანდიდატურების წარდგენა და მათი მხოლოდ 6 თვის ვადით არჩევა ხელს არ უწყობს ცესკოს, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას და დემოკრატიულ განვითარებას. 5 აგვისტოს პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარედ და წევრად ასარჩევად ის კანდიდატურები წარუდგინა, რომლებიც ღია კონკურსის წესით შეარჩია შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ. კანდიდატთა შერჩევით კომისიამ დაადასტურა მათი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა განცხადებები, რომლების მათი არჩევის პროცესში მონაწილეობის არმიღებას ეხება. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს პროცესში ახალი პროფესიონალების ჩართულობის ხელშეწყობას, ცესკოს დემოკრატიულ და ინსტიტუციურ გაძლიერებას, ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ასარჩევად ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე კანდიდატურების გამოვლენას. ცესკოს ინსტიტუციური გაძლიერება და საარჩევნო კანონმდებლობის ამ მიმართულებით დახვეწა ასევე გათვალისწინებულია ევროკავშირის რეკომენდაციებში, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად არის საჭირო." - წერია განცხდებაში 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები გუშინ წარუდგინა. პრეზიდენტმა თავმჯდომარეობის კანდიდატებად თამარ ალფაიძე და რევაზ ეგაძე წარადგინა, სიაში არ არის მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი