"ნაციონალური მოძრაობა" ყოველ წელს, 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს აგვისტოს ომში დაღუპულებს - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კითხვაზე, რატომ არ აღიარებს მთავრობა აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობაც" ომში დაღუპულ გმირებს პატივს 8 აგვისტოს მიაგებდა.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ აგვისტოს ომში დაღუპულთა ადამიანთა ხსოვნის დღეს, ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უკვე ბოლო 13 წელია უკვე, ყველა ხელისუფლების დროს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობა, სანამ ის ხელისუფლებაში იყო, ყოველ წელს, სწორედ 8 აგვისტოს მიაგებდა პატივს აგვისტოს ომში დაღუპულებს, ყოველ წელს, 2009-ში, 2010-ში, 2011-ში, 2012-ში, 2013-ში, 2014-შიც, ნაციონალური მოძრაობაც მიაგებდა პატივს მანამ სანამ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში", - თქვა პაპუაშვილმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი