პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის - დავითაშვილი ღარიბაშვილის პოსტში 14-წლიან ოკუპაციაზე

გამოქვეყნდა:

ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის აზრით, პრემიერმინისტრმა ყველაფერი მშვენივრად იცის. ასე უპასუხა მან კითხვას რატომ დაწერა ღარიბაშვილმა 14-წლიან ოკუპაციაზე მის პოსტში. დავითაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი - კოდორის ხეობა, ამ პერიოდში დაიკარგა.

"შეიძლება პასუხის გარეშე დაგვეტოვებინა, მაგრამ უბრალოდ ვერ მოვითმენ, რომ დავტოვო პასუხის გარეშე. ვფიქრობ, თქვენც ძალიან კარგად იცით, რომ პრემიერმა ყველაფერი მშვენივრად იცის. თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ იცის ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში რა და როდის ხდებოდა. მაგრამ თქვენ, ჩვენ და უბრალოდ ფაქტებს ვერ გავექცევით, ვერ დავმალავთ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ აფხაზეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, კოდორის ხეობა ზუსტად ამ პერიოდში დაიკარგა ხომ?! - ამბობ დავითაშვილი. 

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოქვეყნებულ სტატუსში ირაკლი ღარიბაშვილმა დაწერა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი 14 წელია რაც ოკუპირებულია. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი