
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე ამბობს, რომ სჯობს ავტორები თავად ჩამოყალიბდნენ, არიან თუ არა მზად რეალური დახმარება გაუწიონ საქართველოს ევროპული ნაბიჯის გადადგმისკენ.
ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ევროპისკენ ყველა ნაბიჯს დგამს.
"ამ 30 წლის განმავლობაში, იქნებ ეს ავტორები ჩამოყალიბდნენ, არიან თუ არა მზად რეალური დახმარება გაუწიონ საქართველოს, ან ნატოში ან ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თვითონ რისთვის არიან მზად, საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა. განცხადებებს იქით გადადგან ნაბიჯი, საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბდნენ აქვთ თუ არა რეალური ნაბიჯის გადადგმის, რეალური სურვილი, ახლა ხელისუფლება დგამს ყველა ნაბიჯს", - ამბობს ქადაგიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული გამოცემა ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არაა და მაგალითად "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება მოჰყავს.