9 აგვისტო - ყირიმისთვის ბრძოლის დასაწყისი? - გონჩარენკო ნოვოფედოროვკაში არსებულ სიტუაციაზე

გამოქვეყნდა:

9 აგვისტო - ყირიმისთვის ბრძოლის დასაწყისი? - წერს უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ნოვოფედოროვკაში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ამ დროისათვის ძლიერი აფეთქებებია. გავრცელებული ინფორმაციით, კვამლი რუსული ავიაბაზის ტერიტორიიდან ამოდის. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ერთი წუთის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის 12-მდე აფეთქების ხმა გაისმა.

გონჩარენკოს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანები აფეთქების ადგილზე მიდიან. დეპუტატი აფეთქების ვიდეოებსაც ავრცელებს.

 

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი