რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმში აეროდრომის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა, თუმცა მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც საავიაციო ტექნიკა დაზიანებულა.
"ტარდება ზომები ხანძრის ჩაქრობისა და აფეთქების მიზეზების დასადგენად. ადგილზე არსებული ინფორმაციით, აეროდრომზე საბრძოლო მასალის შესანახ ზონაზე ცეცხლი არ გადასულა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვა.
ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში ძლიერი აფეთქებებია.