
"რუსული ოცნება... აქ ყიდიან გმირებს" - სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას მართავენ.
მათი პროტესტი "მთავარი არხის" მიერ გუშინ გასაჯაროებულ ინფორმაციას მოჰყვა, რითიც დადასტურდა, რომ ქართველი ჯარისკაცების საბუთები რუსების ხელშია.
ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" 8 აგვისტოს მოამზადა რეპორტაჟი, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეცსამსახურების ხელშია. საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.
ავტორი: გუგა მაისურაძე
იხილეთ ასევე: