
ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ავიადრომზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხანძრის მიზეზებს ვერ ადგენენ, თუმცა ოკუპანტებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ სახანძრო უსაფრთხოების წესებს და რომ გარკვეულ ადგილებში, მოწევა აკრძალულია.
"უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ხანძრის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეახსენებს სახანძრო უსაფრთხოებისა და სახიფათო ადგილებში მოწევის აკრძალვას.
ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი „შევრონი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“.
ბამბის ტანსაცმელი ძალიან ჰიგიენურია.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!" წერს უკრაინის თავდაცვა.
ნოვოფედოროვკაში, აფეთქებებთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ საავიაციო საბრძოლო მასალა აფეთქდა.
ვრცელდება ინფორმაცია რომ იერიშები ავიადრომზე, 300 კილომეტრის რადიუსზე მოქმედი "ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემიდან მიიტანეს