რუსეთში, პირველი არხის ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას ეძებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას ეძებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ოსიანიკოვას ადვოკატი, დიმიტრი ზახვატოვი ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

ადვოკატი წერს, რომ ოთხშაბათს დილით სამართალდამცავებმა "უარი თქვეს ადვოკატს დალოდებოდნენ და ოვსიანიკოვას სახლში შეიჭრნენ".

მისივე თქმით, ოვსიანიკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რუსული არმიის ქმედებების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ოვსიანიკოვას სავარაუდოდ მოსკოვში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო განყოფილების შენობაში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, მარტის შუა რიცხვებში, ოვსიანიკოვა პირველი არხის ახალ ამბების ეთერში, პირდაპირ ეთერში ბანერით - "არა ომს" გამოჩნდა, ამის შემდეგ მან მიიღო ადმინისტრაციული ჯარიმა, დატოვა ქვეყანა და სამუშაოდ გერმანიაში წავიდა. 

ოვსიანიკოვა  რუსეთში მალევე დაბრუნდა და 15 ივლისს ის კრემლის მახლობლად, ბანერით ხელში გამოჩნდა, სადაც ეწერა: "პუტინი მკვლელია, მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან, 352 ბავშვი დაიღუპა, კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, სანამ გაჩერდები?".

ცოტა ხანში ოვსიანიკოვა კვლავ დააკავეს გარკვეული დროით და დააჯარიმეს იმის გამო, რაც მან ჟურნალისტებთან საუბრისას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ილია იაშინის სასამართლო პროცესის დროს განაცხადა.

გუშინ, კი მოსკოვის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 40 000 რუბლით დააჯარიმა. სასამართლომ ის ამჯერად იმ ფეისბუქ პოსტის გამო დასაჯა, რომელიც იწყება სიტყვებით: "მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი