
რუსეთში, პირველი არხის ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა კვლავ დააჯარიმეს.
მოსკოვის სასამართლომ პირველი არხის ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა 40 000 რუბლით დააჯარიმა რუსეთის შეიარაღებული ძალების „დისკრედიტაციის“ საქმეზე.
BBC-ის ცნობით, ამჯერად ოვსიანიკოვა დაისაჯა ფეისბუქის პოსტის გამო, რომელიც იწყება სიტყვებით: „მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის“.
ცნობისთვის, ოვსიოანიკოვა რუსულ სახელმწიფო მედიაში რედაქტორად მუშაობდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მარტში ის პირდაპირ ეთერში ბანერით - "არა ომს" გამოჩნდა. ჟურნალისტი მალევე დააკავეს, თუმცა ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამჟამად ის გერმანიაში, ემიგრაციაში ცხოვრობს.
ამავე თემაზე: