თქვენმა რესპონდენტებმა სახელიც კი არ იციან, რა ჰქვია ჩვენ ჯარს - ბურჭულაძემ "მთავარს" შენიშვნები მისცა

გამოქვეყნდა:

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე არ პასუხობს "მთავარი არხის" კითხვას, თუ სამინისტრო ზრუნავს ჯარისკაცებზე, მაშინ რატომ გარბიან სამხედროები ქვეყნიდან. მან დღეს ჟურნალისტს შენიშვნები მისცა და ტელევიზიას რესპონდენტები დაუწუნა. 

ბურჭულაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა "პროვოკაციებს ვაწყობთ".

"ჯარი ზოგადად ისეთი სტრუქტურაა, სადაც არიან დიდი ხნის განმავლობაში და ეტაპობრივად მიმდინარეობს დაწინაურება, ჩვენ არ მოგვიყვანია აქ ჯარისკაცები და თქვენ ცოტა ფრთხილად უნდა იყოთ როდესაც ასეთ პროვოკაციებს აწყობთ, არ უნდა შეეხოთ ჩვენ ჯარისკაცებს, ჩვენ გმირებს. ეს არის ორგანზიებული პროვოკაცია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული.

მეორე, მინდა გირჩიოთ, სტუდიაში იწვევთ ხალხს "სამეხდრო ექპსერტებს, ვითომ პოლიტიკოსებს 5 წელია უკვე შეიცვალა და ჩვენი ჯარის სახელი არ იციან, ჩვენ ჯარს დღეს ჰქვია თავდაცვის ძალები და არა შეიარაღებული ძალები, თქვენამა სტუმრებმა, რესპოდენტებმა სახელიც კი არ იციან რა ჰქვია ჩვენ ჯარს. [...] ამ ხალხს ეხლა აინტერესებს ჩვენი ჯარისკაცების ბედი, ამ ხალხს მხოლოდ აინტერესებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის დესტრუქციის მოწყობა", - თქვა მან. 

"მთავარ არხს" აინტერესებს, 2012 წლიდან 2022 წლამდე რამდენმა სამხედრომ დატოვა ოფიციალურად სამსახური. იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი