ბექაურის კომისიამ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" სარჩელი წარმოებაში მიიღო

გამოქვეყნდა:

ბექაურის მარეგულირებელმა კომისიამ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" სარჩელი, წარმოებაში მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით არსებით განხილვა 23 აგვისტოს დაიწყება. 

საუბარია "შინ ევროპისკენ" ვიდეორგოლზე, რომელიც 24 ივნისის აქციისთვის მომზადდა და "ქართული ოცნება" ახლა ამ კლიპის ეთერში გაშვებისთვის, "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" დასჯას მოითხოვს. 

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კლიპი პოლიტიკური რეკლამაა, რომელიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში გავიდა. გარდა ამისა, კლიპში ჩასმულ, ხელისუფლების პირველი პირების ანტიევროპულ კომენტარებს, ისინი დამახინჯებულ მოსაზრებებად მიიჩნევენ.

წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე, სამივე ტელეკომპანიის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ბექაურის კომისია "ოცნების" მოთხოვნებს გაითვალისწინებს და ტელევიზიებს მორიგ სოლიდურ ჯარიმას დაუწესებს.

დღევანდელ სხდომას, რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა, თავად ბექაური არ დასწრებია. ის შვებულებაშია და ისვენებს

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი