შესაძლოა საშხაპეში შესვლის უფლებით ისარგებლა - ბრეგაძე გოგაშვილის ოჯახის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ოჯახის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ორი მხარის შეხვედრა კანონის სურლი დაცვით იყო ჩატარებული. 

მინისტრის თქმით, შესაძლოა გოგაშვილმა საშხაპეში გასვლის უფლებით ისარგებლა.

ბრეგაძე, ასევე, ამბობს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ, მათ  შორის კადრების გადაცემაზე, რასაც ოჯახი მოითხოვს.

"თქვენთვის კარგად ნაცნობია, რომ ამ გამოძიებაში საქმის მასალებს ადევს გრიფით საიდუმლო და მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მისი შეხვედრა ოჯახის წევრებთან იყო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარებული. ეს იყო მისი თხოვნის საფუძველზე გაკეთებული, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სხვათა შორის ბატონი გოგაშვილი ძალიან დიდ მადლიერებას გამოხატავდა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ, მისი ქცევაც, იყო ძალიან დადებითი და შესაბამისად გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით იყო. 

მე არ ვიცი ის რაზე საუბრობს, მე ვიცი ის, რომ ის თანამშრომლებთან, მათ შორის ექიმებთანაც ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას მისდამი კარგი დამოკიდებულების გამო და ის შეხვედრა, რომელიც ჩატარდა, ჩატარდა მისი მოთხოვნით. [...] გიდასტურებთ ერთადერთს, რომ შედგა შეხვედრა მას და მისი ოჯახის წევრებს შორის, მთელი ამ ისტორიებიდან გამომდინარე, დანარჩენი ახლა, ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განაცხადოს ათასი რამ, ზოგადად ამ ადამიანს აქვს თავისი არჩევანი, მის გამოხატვის თავისუფლებაში ჩვენ ვერ ჩავერევით. ზოგადად ყველა პატიმარი სარგებლობს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის ბატონი გოგაშვილი და ბუნებრივია, შესაძლოა მან ისარგებლა ამ უფლებით და იყო შესული საშხაპეში", - თქვა ბრეგაძემ. 

მისივე თქმით, გოგაშვილმა შეიძლება ძალიან ბევრი რამ განაცხადოს, თუმცა ის მხოლოს ოჯახთან შეხვედრას ადასტურებს. მინისტრი გოგაშვილის მეუღლის პასუხად ამბობს, რომ მისი უსაფრთხოება იყო სრულად დაცული. იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი