გოგაშვილთან ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შევიდა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ხვდებიან. მისმა ადვოკატმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან საუბრისას თქვა, რომ გოგაშვილს შს მინისტრის მხრიდან მუქარაზე გამოკითხავენ. 

"გიდასტურებთ, რომ დღეს ახლაც, ამ დროისათვის სოსო გოგაშვილთან შესულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი გამომძიებელი, რომელიც გამოჰკითხავს გუშინდელ ჩვენ მიერ გავრცელებულ ფარგლების ირგვლივ. სოსო გოგაშვილი მზადაა, რომ დეტალურად მისცეს ჩვენება და ის აფიქსირებს, რომ მასზე განხორციელებული იქნა ზეწოლა და მუქარა, მისი გაჩუმების მოთხოვნით. ამასთან დაკავშირებით გააჩნია, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პრეტენზია და მოითხოვს, რომ ეს გამოძიებაც იქნეს ბოლომდე მიყვანილი", - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, გოგაშვილმა მოხერხა, რომ იმ ტელეფონიდან, რომლითაც შს მინისტრს ესაუბრებოდა ანაბეჭდები აიღო და ეს წებოვანი ლენტი პენიტენციური სისტემიდან უკვე გარეთაა გამოტანილი.

გოგაშვილის მხარე ითხოვს სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც ამოიღონ. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი