
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი გავრცელებულ წერილში ამბობს, რომ მუქარა შს მინისტრმა, ვახტან გომელაურმა გადასცა. ის წერს, რომ მინისტრი დაემუქრა და გააფრთხილა, რომ თუ საუბას გაახმაურებდა, "პრობლემებს დაუმატებდა".
გოგაშვილი წერს, რომ მასზე ციხეში არაადამიანური მოპყრობა ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა. ის ასევე ამბობს, რომ დამადასტურებელ მტკიცებულებებს ეტაპობრივად წარადგეს.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შინაგან საქმეთა მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩუმდები და გავჩერდები მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარის შემთხვევაში, შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბარს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია", - წერს გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილს დღეს ციხეში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ხვდებიან. მისმა ადვოკატმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან საუბრისას თქვა, რომ გოგაშვილს შს მინისტრის მხრიდან მუქარაზე გამოკითხავენ.