"ქართული ოცნება" ე.წ. განდგომილი ოთხეულის ანტიამერიკულ განცხადებას არ ემიჯნება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლება არ ემიჯნება მათგან განდგომილი ოთხეულის გუშინდელ განცხადებას, სადაც ისინი აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებას უყენებენ. მმართველი გუნდის წევრებმა დღეს სხვადასხვა შინაარსის კომენტარები გააკეთეს, თუმცა არც ერთმა მათგანმა არ თქვა, რომ ემიჯნება სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, მათ შორის არც საგარეო საქმეთა მინისტრმა:

სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მე ვერ შემოგყვებით დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებებში - ამბობს ილია დარჩიაშვილი.

ვოლსკის თქმით, "დამატებით კომენტარებს" არ გააკეთებს, თუმცა ამბობს, რომ კულუარებში ყველანაირი საკითხი განიხილება და საზოგადოებაში არსებობს გარკვეული შეკითხვები.

დეპუტატი ბექა ოდიშარია კი გამოყოფილ ოთხეულს მეგობრებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი საკუთარ აზრს აფიქსირებენ:

"ჩემი ყოფილი თანაფრაქციელები, მაგრამ ჩვენი მეგობრები, ჩემი მეგობრები, აფიქსირებენ საკუთარ აზრს" ამბობს ის. 

ამავე თემაზე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი