ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევები შესაძლებელია იქაც მოხდეს - მედვედევი

გამოქვეყნდა:

რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილე მედვედევი "ახალი ჩერნობილის" მოწყობის მცდელობაში უკრაინასა და დასავლეთს ადანაშაულებს და წერს რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და უბედური შემთხვევები შეიძლება იქაც მოხდეს:

"კიეველი ნაძირლები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, მზად არიან მოაწყონ ახალი ჩერნობილი. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს და რადიოაქტიური იზოტოპების შესანახ ობიექტებს.

ამბობენ, რომ ეს რუსეთია. ეს აშკარა, სისულელეა თუნდაც სულელი რუსოფობიური საზოგადოებისთვის.

გაეროსაც არ სჯერა.

ისინი ამბობენ, რომ ეს სრულიად შემთხვევით ხდება. თითქოს არ სურდათ.

რა ვთქვა... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები და შემთხვევები შესაძლებელია იქაც მოხდეს." წერს მედვედევი.

 შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსებმა გუშინაც დაბომბეს. ენერგოსადგურის ზონა სამხედრო ბაზად გამოაცხადეს, რეაქტორიდან რამდენიმე ასეულ მეტრში კი საზენიტო სარაკეტო სისტემები დაამონტაჟეს.

უკრაინა ამტკიცებს რომ ოკუპანტები უკრაინულ პოზიციებს სწორედ ატომური სადგურის ტერიტორიიდან უტევენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი ატომური ენერგო სადგურის ტერორიზმის მიზნით გამოყენებაში დაადანაშაულა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადება მოითხოვა, რაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი