სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს საფრთხე, რომ თვალი დაკარგოს - BCC

გამოქვეყნდა:

მწერალ სალმან რუშდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC, მწერლის აგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუშდი ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული და ვერ ლაპარაკობს. არსებობს საფრთხე, რომ თვალი დაკარგოს.

"სალმანი სავარაუდოდ დაკარგავს ერთ თვალს. მკლავის ნერვები მოწყვეტილი იყო, ღვიძლი დანით აქვს დაზიანებული", - ამბობს მწერლის აგენტი.

სალმან რუშდი ნიუ იორკში, სცენაზე გამოსვლისას ცოტა ხნის წინ დაჭრესუცხოური მედიის ცნობით, სცენაზე მდგომ რუშდის დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი დაესხა თავს. თვითმხილველების ცნობით, 75 წლის მწერალი სცენიდან დარბაზში მყოფმა პირებმა გაიყვანეს. მედიის ინფორმაციითვე, თავდამსხმელი დაკავებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი