საბორნე მიმოსვლა რუსეთთან - სატრანზიტო დერეფანი, რომელმაც შესაძლოა საქართველოს საერთაშორისო პრობლემები შეუქმნას

გამოქვეყნდა:

ახალმა საბორნე გზამ შესაძლოა საქართველოს საერთაშორისო პრობლემები შეუქმნას, რადგან ქართული ოცნების გარდა ყველა დარწმუნებულია რომ სომხეთის მოთხოვნით გახსნილ სატრანზიტო დერეფანს რუსეთი სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენებს. უკვე ცნობილია რომ ბორანი ფოთსა და კრასნოდარის ოლქის  პორტ „კავკაზს“ შორის იმოძრავებს, იქ კი რუსული სანქცირებული კომპანიების, მათ შორის როსნეფტის ტვირთი ინახება. 

ახალი სატრანზიტო დერეფნით რუსეთი სომხეთს ტვირთებით დაუკავშირდება, გამტარი კი საქართველო შავი ზღვის გამოყენებით გახდება. ახალი საბორნე გზა სავარაუდოდ უკვე მალე ამოქმედდება. 

ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური განმარტება - რა საფრთხეები შესაძლოა გამოიწვიოს სატრანზიტო დერეფანმა, რომელმაც რუსეთი სომხეთს უნდა დააკავშიროს - არ გაუკეთებია. გაუგებარია, თუკი საქართველოსთვის  საფრთხე არ არსებობს და ალტერნატიული გზა ეკონომიკურ დოვლათს მოიტანს- რატომ არ საუბრობენ ამ დეტალებზე ქართულ ოცნებაში და რატომ გახდა ახალი საბორნე გზის შესახებ ცნობილი მხოლოდ სომხური მხრიდან. ეს და არა მხოლოდ ეს გარემოებები ექსპერტებს უჩენს ეჭვს, რომ ამ გზით საქართველო რუსეთის ეკონომიკისთვის შავი ხვრელი ოფიციალურად გახდება.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი