
ბრიტანელი მწერლის, სალმან რუშდის მდგომარეობა გაუმჯობესდა. BBC-ის ცნობით, ის მართვით სუნთქვაზე აღარ იმყოფება და კონტაქტურია.
შეგახსენებთ, რომ სალმან რუშდი ნიუ იორკში, სცენაზე გამოსვლისას ორი დღის წინ დაჭრეს. მას დანით შეიარაღებული უცნობი პირი დაესხა თავს. თვითმხილველების ცნობით, 75 წლის მწერალი სცენიდან დარბაზში მყოფმა პირებმა გაიყვანეს. მედიის ინფორმაციითვე, თავდამსხმელი დაკავებულია.
სალმან რუშდი ირანის მთავრობის მიერ, პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული და 1989 წელს ირანის სულიერმა ლიდერმა, მისი სიკვდილით დასჯის განკარგულება გასცა და მისი ლიკვიდაციისთვის ჯილდოდ, რამდენიმე მილიონი დოლარია დაწესებული.