
1 გარდაცვლილი და 50-ზე მეტი დაშავებული, - ერევანში მდებარე სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა შორის 11 ბავშვია, მათ შორის ერთ-ერთი 5 წლისაა, რომელიც რეამინაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი პიროტექნიკის მაღაზიაში გაჩნდა, რასაც რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. დანგრეულია მიმდებარე შენობებიც.
შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. გადაკეტილია ცენტრამდე მისასვლელი ტერიტორია, რადგან აფეთქების საფრთხე ისევ არსებობს.
უსაფრთხობიდან გამომდინარე, ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევენ მედიის წარმომადგენლებსაც. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ოფიციალურად ინფორმაცვია მხოლოდ იმის შესახებ გავრცელდა, რომ აფეთქება პიროტექნიკას უკავშრდება.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება დაახლოებით ოთხი საათის წინ მოხდა. აფეთქების შედეგდ გამოწვეული ხანძარი 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
ავტორი: საბა ბუაძე
იხილეთ ასევე: